მომსახურების სერვისების ხარისხის ამაღლება


პროექტი - მომსახურების სერვისის ხარისხის ამაღლებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემებით დღეს ქვეყანაში მზარდი და პრიორიტეტულია ტურისტული მიმართულება. პროფესიული სწავლების თვალსაზრისით, კადრების მომზადებას ახორციელებს 25 პროფესიული სასწავლებელი და კოლეჯი, მათ შორის 9 კერძო და 14 სახელმწიფო დაწესებულება.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საიტზე არსებული მონაცემის საფუძველზე, სასტუმრო და სარესტორნე HOREKA ბაზრის მოცულობით 2018 წლის მდგომარეობით საქართველოში რეგისტრირებულია 1944 სასტუმრო ტიპის სხვადასხვა სახის ობიექტი და 883 კვების ობიექტი. ბუნებრივია, რომ ამ ყველა ობიექტს ჭირდება კვალიფიციური თანამშრომელი, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მაღალი ხარისხის მომსახურება.
ჩვენი გათვლებით, რომელიც დარგის საუკეთესო პრაქტიკას და გამოცდილებას ეფუძნება (საუბარია კოეფიციენტებზე, რომელიც მინიჭებული აქვს ყველა პროფესიას, ადგილზე საჭიროების მიხედვით წლის მანძილზე) ვეცდებით წარმოგიდგინოთ უფრი ნათელი სურათი ბაზარზე საჭირო სპეციალობების თვალსაზრისით.
განათლების სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში სასწავლო დაწესებულებებში ტურისტული მიმართულებით ისწავლება 15 ძირითადი ეგრეთწოდებული (საერთო ჯამში დარგი აერთიანებს როგორც F&B, Hospitality და HOREKA ს) სპეციალობა, რომლებიც უკანასკნელი წლების მანძილზე გადანაწილებულია წარმოდგენილ ცხრილში:
ცხრილის უფრო ღრმა ანალიზი გვაძლევს საშუალებას უფრო ზუსტად გავმიჯნოთ პროფესიები და მიმართულებები დარგების მიხედვით, როგორებიც არის სარესტორნო საქმის წარმოება, სასტუმრო საქმის წარმოება, დამხმარე მიმართულებები და დამოუკიდებელი თანამონაწილე პროფესიები. ეს საშუალებას მოგვცემს, მსგავსი სპეციალობების და დარგების გაერთიანებას, ჯამშ კი მივიღებთ 11 პროფესიას, რომელიც ფერების მიხედვით არის დაყოფილი:
ეს ცხრილი დამატებით იძლევა საშუალებას მცირე სიტყვიერი ცდომილებების (სხვადასხვა სასწავლებელი იყენებს ერთიდაიგივე პროფესიის სხვადასხვა სახელწოდებას, მაგალითად მზარეული, კულინარიის ხელოვანი და კულინარი) და მიმართულებების შესაბამსად, უფრო მეტი სიზუსტისათვის შევამციროთ პროფესიების რაოდენობა 11 ამდე, ხოლო ჯამში კი 5 დამოუკიდებელ მიმართულებამდე:
1.      რესტორნის საქმისმწარმოებელი - სადაც სერვის მენეჯერის პოზიციაც შედის და დამოუკიდებლად მხოლოდ 2017 წელს ჩანს 3 კურსდამთავრებულის სახით. მიუხედავად ამისა ურიგო არ იქნება სერვის მენეჯერი განიხილებოდეს, როგორც დამოუკიდებელი პროფესია, რაც მოცემულ ეტაპზე განსაზღვრული არ არის.
2.      სასტუმრო საქმის მწარმოებელი - აქ მიმღები რეცეფციონისტი თითქოს ცალკე პოზიციაა, მაგრამ ასევე ორივე სპეციალობა ერთი დიდი მიმართულების ნაწილია, შესაბამისად აქაც უნდა გამოვყოთ ერთი სპეციფიური მიმართულება დამოკიდებლად.
3.      სომელიე - რაც აბსოლუტურად დამოუკიდებელი საგანია და რაზეც შემდგომ კიდევ ვისაუბრებთ.
4.      ბარმენი - რომელიც ასევე ფუნდამენტს წარმოადგენს ჯამურად HOREKA სფეროში.
5.      და გიდი, რომელიც სახელმწიფო და კერძო სასწავლო დაწესებულებებში კიდევ ხუთ დამოიკიდებელ ერთეულს გამოყოფს.
დღეს არსებული საუკეთესო პრაქტიკა გვაძლევს უფლებას, ხოლო გამოცდილება და ცოდნა საშუალებას, რომ ჩამოვაყალიბოთ საკუთარი შეხედულება და საკუთარი ჩამონათვალი, იმ ერთიანი მიმართულებებისა, მათში არსებული პოზიციებისა და დამოუკიდებელი პროფესიებისა, რომელიც დარგის ფუნდამენტს წარმოადგენს.
მოცემულ ცხრილში გამოკვეთილია 18 ძირითადი პოზიცია და მიუხედავად ბევრ შემთხვევაში მათი სირთულისა და განსხვავებულობისა, ყველა საკმაოდ სპეციფიური და ერთნაირად საჭიროა მოცემული ბიზნეს მიმართულებისთვის.

ერთერთ მნიშვნელოვან საკითხს, მოცემულ საგანმანეთლებლო დარგებთან დაკავშირებით წარმოადგენს სურსათის წარმოების სექტორი, რაც ასევე უნდა მოიაზრებოდეს ტურიზმის ნაწილში, კერძოდ - მზარეულის (კულინარიის ხელოვნება), კონდიტერის და სურსათის უვნელბლობის საკითხებში.

სასტუმრო და სარესტორნე ბიზნესის თაობაზე, რაც ტურისტული სფეროს განუყოფელი ნაწილია, არსებული მონაცემების საფუძველზე, რომელიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საიტიდან არის აღებული, მონაცემები შემდეგია - ქვეყნის მაშტაბით 2018 წლის მდგომარეობით საქართველოში რეგისტრირებულია 1944 სასტუმრო ტიპის სხვადასხვა სახის ობიექტი და 883 კვების ობიექტი. ბუნებრივია, რომ ამ ყველა ობიექტს ჭირდება კვალიფიციური თანამშრომელი, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მაღალი ხარისხის მომსახურება. ჩვენი გათვლებით, რომელიც საუკეთესო პრაქტიკას და გამოცდილებას ეფუძნება (საუბარია კოეფიციენტებზე, რომელიც მინიჭებული აქ ყველა პროფესიას, ადგილზე საჭიროების მიხედვით), 18 ძირითადი პროფესიის, ჯამური საჭიროება წელიწადში დარგის პროფესიონალებისა შემდეგნაირად გამოიყურება:
ამ ცხრილის ძირითადი დანიშნულებაა, სწორედ დაგვანახოს ის ძირითადი პროფესიები, რომელთაც უკავიათ ყველაზე დიდი ადგილი და შედეგად ფაქტი ერთია, რომ მთლიან მოცულობაში რაც 27000 ამდე ადამიანს აერთიანებს, ყველაზე დიდი წილი უჭირავს - პროფესია „მიმტანს“ 53%, რაც ნიშნავს, რომ მოცემული ბიზნესის საჭიროებაა დაახლოებით წელიწადში მინიმუმ 14135 ადამიანი, ეგრედწოდებული „მიმტანი“, რაც ქვეყნის მთლიანი სამუშაო ძალის 0,7% წარმოადგენს, რომელთა მიგრაცია, გადაადგილება და მუდმივი ცვლილებები, სეზონის, ადგილმდებარეობის, პირადი ცხოვრების გათვალისწინებით, კიდევ ცალკე კვლევის სფეროს წარმოადგენს და დიდ რესურს საჭიროებს.
აქვე ნინო კვინტრაძის სტატია სადაც წარმოდგენილ ინფორმაციაზე დაყრნობით შესაძლებელია, უფრო ნათლად დავინახოთ პერსპექტივები და ხედვები ციფრებში, კერძოდ სტატიაში ნათქვამია - „გასულ წელს სექტორში 140 500 სამუშაო ადგილი იყო, რაც მთლიანი დასაქმების 7.8%-ს შეადგენს, მიმდინარე წელს აღნიშნული მაჩვენებლის 142 000-მდე ზრდაა მოსალოდნელი.“ - შესაბამისად ჩვენი გათვლებით დაგემილი საჭიროება დარგში პირდაპირ დასაქმებული პერსონალის თვალსაზრისით 6 ჯერ ნაკლებია, რეალურ დასაქმებასთან შედარებით, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს და კრიტიკულს ხდის, მოცემული დარგის მიმართულებით მკვეთრი, კონკრეტული და დაუყოვნებლივი ნაბიჯების გადადგმის საჭიროებას.

მაია ნონიაშვილის სტატია რომელიც HOREKA ახალი, მზარდი ბიზნეს სექტორის თაობაზე გვაწვდის ინფორმაციას, - „2004 წლის მონაცემებით ჰორეკაში დასაქმებული ადამიანების ოდენობა 7.8 მილიონს აღემატებოდა ევროპაში, ხოლო მოგება 338 მილიარდზე მეტი იყო“ - მოცემული პერიოდისთვის ევროკავშირის მოსახლეობის სამუშაო ძალი მოცულობა შეადგენდა 221 მლნ ადამიანს, შესაბამისად დარგში დასაქმებულთა პროცენტული შეფარდება 3,53% იყო. 2010 წლისთვის დასაქმებულთა 216,5 მლნ რაოდეობიდან, დარგში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 9,4 მილიონს აღწევდა რაც პროცენტულად 4,34% ს უდრის, 2013 და 2016 წლის მონაცემებით დარგში დასაქმებულთა რაოდენობა, საერთო დასაქმებულთა რაოდენობიდან შეადგენდა 12 მლნ ადამიანს 5,58% და 11,89 მლნ ადამიანს 4,95% (აქ გასათვალისწინებელია რომ ევროპის შრომისუნარიანი მოსახლეობა 2013 – 2016 წლებში დაახლოებით 7 მილიონი ადამიანით 215 იდან 222 მილიონ ადამიანამდე გაიზარდა), რაც პირდაპირ მიუთიეთებს მოცემული მიმართულებაში დასაქმების წილის ზრდაზე.

სოფო გორდაძე კომენტარში, კარგად არის წარმოჩენილი საკადრო კრიზისის და კადრების დეფიციტის საკითხი, რომელიც მწვავედ დგას დღეს საქართველოში და იმ გუნდის მნიშვნელობაზე, რომლის მხრებზეც დგას ეს ერთერთი ურთულესი მომსახურების სფერო, რაც მოიცავს გასტრონომიას, რესტორატორობას, ასევე ყურადღებას ამახვილებს მოცემულ ბიზნესში არსებული რისკის შემცველობაზე.
წარმოდგენილი ციფრებიდან და პრაქტიკული არაერთი მაგალითიდან გამომდინარე, ჩვენ განვიხილავთ პოზიციას „მიმტან“ - ს. ვინ არის მიმტანი, რა არის მისი დანიშნულება და როგორია მისი მნიშვნელობა ბიზნესისთვის, როგრია მისი ამოცანა, მიზანი და პერსპექტივა - მითუმეტეს, როცა აღნიშნული პროფესია ქვეყანაში პირდაპირი მნიშვნელობით არ ისწავლება და წარმოადგენს რაღაცის ნაწილს, რაც ერთერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა.
როგორ ხდება ადამიანი „მიმტანი“ დროებით და შედეგად, როგორ ხდება ამ პროფესიის მუდმივი წარმომადგენელი? ხდება თუ არა მათი პოტენციალის სრული რეალიზება? მათი ნიჭის დანახვა და მართვა. ფაქტი ერთია, რომ პროფესიამიმტანი“ სამწუხაროდ ისწავლება ადგილზე (ეგრედწოდებულ ობიექტზე), რითაც პასუხისმგებლობა გადადის დამსაქმებელზე, ხოლო დამსაქმებელი, როგორც წესი და რიგი ყველაფერს ირგებს სათავისოდ და ზრდის არა დარგის სპეციალისტებს, არამედ მონებს, რომლებიც დიდი პროცენტულობით იქვე ამთავრებენ თავიანთ კარიერას, ხოლო უკვე ზრდასრულ ასაკში იგებენ საკუთარ უფლებებზე და მათ დაცვაზე ინფორმაციას.
ერთერთი მარტივი მაგალითია, ასევე, სტატისტიკური კვლევა, რომელიც გვაძლევს საშუალებას დავინახოთ, თუ რამდენად არაორგანიზებულია მოცემულ ბიზნესში ფორმალური მოთხოვნები, კერძოდ ხელშეკრულებები მხარეებს შორის, რაც არ აძლევს დასაქმებულს უფლებას, მარტიად და კანონიერად მოითხოვოს თავისი სამუშაოს ანაზღაურება, არ იყოს გამოგდებული სამსახურიდან უმიზეზოდ და დაცული იყოს კანონით, რაც ასევე მოკლე კურსის სახით უნდა იყოს შესული დარგის სპეციალისტების მომზადების სასწავლო პროგრამებში. კითხვაზე თუ რა ხანგრძლივობის სამუშაო ხელშეკრულება გაქვთ? პასუხი შემდეგია:
აღნიშნული კვლევის მონაცემი სამწუხაროდ 2015 წლის მერე აღარ არსებობს, ვინაიდან განათლების სამინისტროს შეეცვალა პრიორიტეტები. აქ ნათლად შეგვიძლია დავინახოთ, რომ 50 % ზე მეტს არ აქვს შრომითი ხელშეკრულება, 10% საერთოდ არ ფლობს ინფორმაციას და არ არის საქმის კურსში თუ რა ხდება მის კანონიერ უფლებებთან დაკავშირებით.
რატომ არის მომსახურების ბაზარზე პრობლემები? კადრების ნაკლებობით ან მათი არაკვალიფიციურობით ხომ არ გამოიხატება?
არა მხოლოდ მომსახურების ბაზარი, არამედ ყველა სფეროში, ყოველთვის, ყველაფერი - იწყება სწავლით. დღეს მომსახურების სფეროში ჩვენ, ანუ საქართველო, სამწუხაროდ არ გამოვირჩევით პროფესიული განათლების მიმართულებით მაღალი დონის მაჩვენებლით. სასწავლებლები, საგანმანეთლებლო დაწესებულებები და პროფ სასწავლებლები არ ან ვერ გეგმავენ სასწავლო პროცესს სწორი მიმართულებით, არც სილაბუსი პასუხობს მიზანს და საერთოდ მიზანიც გაურკვეველია.
თუ ვისაუბრებთ იმაზე, რომ გაიხსნას ბევრი პროფილური სასწავლებელი, ეს თავისთავად ძალიან კარგია, მაგრამ ცნობილი ფაქტია, რომ ასეთი არა ერთი სასწავლებელი არსებობს, მაგრამ წლებია შედეგი ვერ დადგა და ვერ მივიღეთ კვალიფიციური კადრები. აღნიშნულიდან გამომდინარე აქცენტები სწორედ უნდა იქნეს დასმული, ხოლო მიზანი ბევრად უფრო კონკრეტული უნდა იყოს.
აქტიური ღონისძიებებია გასატარებელი იმისათის, რომ სფეროში დასაქმების სურვილის მქონე აბიტურიენტებმა ან თუნდაც კვალიფიკაციის ამაღლების სურვილის მქონე პირებმა გაიარონ პირველადი მომზადება და გადამზადება შემდეგ პრიორიტეტულ საკითხებში და დარგებში:
1.    ისწავლონ საკუთარ ეროვნულ ენაზე სწორი მეტყველება
2. გაირაონ ამავე სასწავლებელში ინტენსიური უცხო ენების კურსი (ინგლისური, რუსული)
რაც შეეხება მომსახურების ტექნიკას, საბოლოოდ თეორიული ცოდნის მიღების შემდგომ მაინც პრაქტიკასთან გვაქვს საქმე, და ვინც კარგად აითვისებს ის ხდება წარმატებული, მაგრამ გამართული მეტყველებისა და ენების ცოდნის გარეშე რთულია წარმატების მიღწევა. პრაქტიკული თვალსაზრისით, მომავალში თავიდან ავიცილებთ საზოგადოების კრიტიკას ამა თუ იმ ობიექტზე მომსახურე პერსონალთის პროფესიონალიზმთან და კომუნიკაციასთან დაკავშირებით.
იმდენად მწვავედ დგას ლოგოპედის ჩარევის საკითხი და ენობრივი ბარიერი, რომ აუცილებლად უნდა იქნეს მიჩნეული თავად უნივერსიტეტების მკაცრი ჩარევა (აქ უფრო იგულისხმება, მარტივი გზის მოძებნა და პირდაპირ დავალება დადგენილების სახით) ამ პრობლემის გადაჭრაში. ასევე გადასამზადებლები არიან თავად პედაგოგები, ვინც აღზრდის მომავალ თაობას, რათა სფეროში დასაქმების სურვილის მქონე აბიტურიენტებმა ან თუნდაც კვალიფიკაციის ამაღლების სურვილის მქონე პირებმა მოახდინონ, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, თავიანთი რეალიზაცია და სამსახურის ძიების დროს გასაუბრებიდან არ იქნნენ გამოშვებული მხოლოდ იმიტომ, რომ ენა არ იცის, ან ვერ საუბრობს „გამართული“ გრამატიკული ქართულით.
ყველა მსურველს უნდა ქონდეს შესაძლებლობა მაქსიმალურად მოკლე ვადაში გამოისწოროს გასაუბრებაზე ჩამჭრელი პრობლემები, რაც პირადი გამოცდილების გათვალისწინებით და ზოგადად მოცემული სფეროს დასაქმების ბაზრის ანალიზის საფუძველზე საკმაოდ ხშირია.
3. მესამე და აუცილებელი პირობა არის ფსიქოლოგიის მოკლე კურსი, თუ როგორ შევძლოთ, სწორედ მიწოდებული ინფორმაციის და ტრეინინგის საფუძველზე მოვუხსნათ ადამიანებს ეგრედწოდებული „პირადი პრობლემები“ ს განცდის პროფესიულ ყოველდღიურობაში გადმოტანის ჩვევა, როგორ გავაუმჯობესოთ კადრების თვითრეალიზაციის (აქ იგულისხმება საკუთარი თავის პრეზენტირების უნარი და საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენის საშუალება) საკითხი და ეს ყველაფერი ხდება იმის ფონზე, რომ 15000 ვაკანტური ადგილი ელოდება დარგის სპეციალისტებს, ხოლო საზოგადოება უმუშევრობას ჩივის, ან დამსაქმებლები ჩივიან, რომ შესაფერისი კადრები არ ყავთ. სამწუხაროდ ასეა ბევრ სფეროში, არა მხოლოდ სასტუმრო და სარესტორნე ბიზნეში.
მომსახურების სფერო კრიტიკული სივრცეა, რადგან ნებისმიერი მომსახურე ადამიანი წარმოადგენს „ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათს“. ჩვენ რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ, და ვეცადოთ ცნობადობა ავამაღლოთ სხვადასხვა სარეკლამო საშუალებებით, როგორი კარგები და ლამაზები ვართ, როგორც ადამიანური რესურსით, ასევე გეოგრაფიული და კულტურული თვალსაზრისით, პრობლემა აუცილებლად თავს იჩენს, როდესაც ჩვენი ქვეყნის სტუმარი შევა რომელიმე ობიქტზე და მას შესაფერისი განწყობით და ხარისხით ვერ მოემსახურებიან და დაუტოვებენ უცოდინარი და უმეცარი ადამიანის შთაბეჭდილებას, მაშინ როდესაც ეს თანამშრომელი შეიძლება ყოფილიყო საუკეთესო „გამყიდველი“. როგორც იტყვიან „კადრები წყვეტენ ყველაფერს“ და სრულფასოვანი სერვისი სწორედ ის შემთხვევაა.
შედეგად იკვეთება სამი ძირითდი საკითხი, რომელიც მოითხოვს ყურადღებას პირველ რიგში:
1.      ქართულად გამართულად მეტყველება
2.      ენობრივი ბარიერი (ინგლისური და რუსული ენების თუნდაც დარგობრივად ცოდნა)
3.      ფსიქოლოგიურ ჩარევა, როგორც საწყის, ასევე, მიმდინარე ეტაპზეც, ვინაიდან ხშირად აისახება პერსონალზე ქვეყანაში არსებული სოცილაური პრობლემა, პირადი უნარჩვევები, ხასიათები.
აქვე არ უნდა გამოგვრჩეს მოცემული პროფესიისთვის კადრების მომზადებისას გავითვალისწინოთ პროგრამულ უზრუნველყოფასთან პირველადი ურთიერთობების სწავლების აუცილებლობა.

მომსახურების სტანდარტები და სახელმწიფო რეგულაცია

საქართველოს, როგორც სტუმართმასპინძლობის მექას, მაშინ როდესაც ქვეყნისთვის განვითარების უმნიშვნელოვანეს სტრატეგიას ტურიზმი და მისი პოპულარიზაცია წარმოადგენს, სჭირდება არსებული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და საუკეთესო გამოცდილების დანერგვა.
როგორც სარესტორნე, ასევე სასტუმრო ბიზნესში, ეგრედწოდებულ HOREKA ს მიმართულებით საჭიროა გვქონდეს, როგორც მომსახურების, ასევე ეროვნული და საერთაშორისო კერძების მაღალი ხარისხი, რაც თავისთავად გულისხმობს გემოვნური თვისებების და ვიზუალიზაციის დაუვიწყარ და გრძელვადიან აღქმას, ხოლო ეს ყველაფერი უპირობოდ უზრუნველყობს სწორი ინფორმაციის გავრცელებას, ტურისტული პოტენციალის ზრდას, ქართული თვისობრიობის და კერძების პოპულარიზაციას, არა მარტო ქვეყნის ჩარჩოებში არამედ მსოფლიო მასშტაბითაც.

რა სახის რეგულაციებია შემოსაღები? - ბევრ მოსაწესრიგებელ საკითხთან ერთად, როგორიც არის შრომის კანონთა კოდექსი და მისი მუხლები არასრულწლოვანთა შრომასთან, ღამის საათების ანაზღაურებასთან და სხვა ბევრ საკითხთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია ისეთი რეგულაციის შემოღება, რომელიც დაავალდებულებს მეწარმეს, ობიექტის მეპატრონეს, რომ მისი თანამშრომლები, სერვისის ნაწილში, კონკრეტულად კი მიმტანები იყვნენ სერთიფიცირებული პროფესიული სასწავლებლის ან საუნივერსიტეტო დიპლომით ან სერთიფიცირებული, აკრედიტებული ორგანიზაციის მიერ, როგორც მიმტანის კვალიფიკაციის მქონე პირი.

ვის და რა სახით დაევალება აღნიშნული რეგულაციების კონტროლი? - მონიტორინგის განხორციელება დაევალება ისეთ მაკონტროლებელ ორგანოს, როგორიც არის საგადასახადო ინსპექცია, რომელიც საშემოსავლოს დაბეგვრის პარალელურად, კონკრეტული დასაქმებულისა უფლებამოსილი იქნება მოითხოვოს დასაქმებულის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

რა შედეგებს მოგვცემენ მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში? - პირველი მოკლევადიანი შედეგი იქნება უკმაყოფილება, როგორც დამსაქმებლის, ასევე, დასაქმებულის მხრიდან, რაც ნებისმიერი ცვლილების თანმდევი მოვლენაა, ხოლო გრძელვადიან პერიოდში დარეგულირდება საგადასახადო მონიტორინგი, გაუმჯობესდება დასაქმებულის შრომითი პირობები, შეექმნება რეალური პერსპექტივა იყოს სისტემის ნაწილი და არა მონა.
უმნიშვნელოვანესია ის, რომ ბიზნესის მფლობელს და მეპატრონეს შეექმნება უკეთესი სერვისის ორგანიზების საშუალება, თავდაპირველად ფასების მცირედ ზრდას დროის მანძილზე, თავად ბაზარი დაარეგულირებს, ამასთან შეიქმნება შესაძლებლობა თავად დასაქმებულის კვალიფიკაციაზე ირიბად იზრუნოს დამსაქმებელმა და სანამ სამსახურში აიყვანს არაკვალიფიციურ, ფაქტიურად ქუჩიდან მოსულ ახალგაზრდას, ვალდებული იქნება მას მიაღებინოს პირველადი პროფესიული განათლება, რომლის საფასურის რეგულაცია განათლების სისტემას თავად შეუძლია, იმ თვალსაზრისით, რომ ყველაფერი არ დაემსგავსოს სტერეოტიპულ კომუნისტურ მიმართულებას.
მოცემული სტიმულირება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, როგორც კადრების ზოგადი განათლების, უცხო ენის და ქართულად სწორი მეტყველების თვალსაზრისით არამედ საფუძველს ჩაუყრის თავად დასაქმებულის ხვალინდელ პერსპექტივას გაუჩდეს სურვილი მიიღოს უფრო მეტი განათლება და განვითარდეს, რაც ნებისმიერი ადამიანის უმთავრეს მიზანს უნდა წარმოადგენდეს.

რა მდგომარეობაა ამ კუთხით განათლების სისტემაში, რა არის გასაკეთებელი უკეთესი შედეგის მისაღებად.

განათლების სამინისტროს მონაცემებით 2018 წლის მდგომარეობით, საქართველოში სასტუმრო და სარესტორნე, სტუმართმასპინძლობის, ტურისტული ზოგადად, HOREKO, გასტრონომიის მიმართულებით პროფესიული განათლების მიმწოდებლებად წარმოდგენილია 25 სასწავლო დაწესებულება.
პროექტის დასაწყისში წარმოდგენილია ზოგადი ინფორმაცია კურსდამთავრებულთა რაოდენობასთან დაკავშირებით, ერთადერთი რაც დამატებით გასათვალისწინებელია, მზარეულის და კონდიტერის პოზიციები, რომელიც ტურიზმის მიმართულების აუციებელი კომპონენტია, მაგრამ სამწუხაროდ არ განიხილება მოცემულ მიმართულებაში.
მონაცემები მზარეულთან დაკავშირებით შემდეგია.
ეს ციფრები გვაძლევს საშუალებას, გავიგოთ, თუ რა მოცულობის ინექციას ახორციელებს მოცემული დასაქმების ბაზარზე საგანმანათლებლო სისტება. რამდენად საკმარისია კურსდამთავრებული სტუდენტების რაოდენობა და რამდენად კვალიფიცირებულია მოცემული დაწესებულებების კურსდამთავრებულები, ამას შედეგები და დრო გვაჩვენებს, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ მიმტანის პროფესია, არ არსებობს სასწავლო ან თუნდაც სასერთიფიკატო პროგრამაში. მიმტანის, რომელიც ობიექტის გაყიდვების სტიმულატორია და მისი დამოკიდებულება ქმნის ამინდს სტუმრისთვის.

დასკვნისთვის

ზევით წარმოდგენილი ინფორმაციის ციფრებში გადატანა, მოგვცემს საშალებას, რომ დავინახოთ, თუ რამდენად გაზრდის ტურისტული მიმართულებით შემოსავალს კვალიფიციური გამყიდველი, რომელიც თავის საქმეს შეხედავს, როგორც პროფესიულ პასუხისმგებლობას და არა დროებით მოვლენას. უკანასკნელი 10 წლის ჩვენი პირადი გამოცდილება და სტატისტიკური დაკვირვება გვაძლევს დასკვნას, რომ კვალიფიციური, განათლებული, მცოდნე და პოზიტიური გამყიდველი ყველაზე ცოტა 40 – 50 % ით მეტს ყიდის ვიდრე არამოტივირებული გამყიდველი.
დღევანდელი სტატისტიკა ტურიზმიდან დ ამათ შორის სარესტორნო კვებითი მომსახურების ბიზნესიდა მიღებული შემოსავლების შემდეგნაირად გამოიყურება:
WTTC ს 2018 წლის კვლევებზე დაყრდნობით, საქართველოში მოცემული სეგმენტი მზარდია და ტურისტების რაოდენობაც და სექტორში დასაქების მოცულობაც მცირედი ზრდით ხასიათდება - „WTTC მიმდინარე წელს აღნიშნული მაჩვენებლის 1,2%-ით ზრდას ელოდება, 489 000 სამუშაო ადგილამდე, ხოლო გრძელვადიანი პროგნოზი 2028 წლისთვის სამუშაო ადგილების 546 000-მდე გაზრდას   გულისხმობს. რაც შეეხება დასაქმებაში ტურიზმის პირდაპირ კონტრიბუციას, გასულ წელს სექტორში 140 500 სამუშაო ადგილი იყო, რაც მთლიანი დასაქმების 7.8%-ს შეადგენს, მიმდინარე წელს აღნიშნული მაჩვენებლის 142 000-მდე ზრდაა მოსალოდნელი. 2028 წლისთვის პროგნოზი 161 000 სამუშაო ადგილი.“
ზემოაღნშნულიდან გამომდინარე, ნებისმიერი, თუნდაც მინიმალური 1% ზრდა გაყიდვებში (რაც პირველ რიგში ხარისხს გულისხმობს), მოცემული სფეროს მომსახურების გაუმჯობესების შედეგად მოგვცემს დადებით ეფექტს, როგორც ეკონომიკური ზრდის, ასევე შიდა ეროვნული პროდუქტის გაზრდის თვალსაზრისით. ნათელი მაგალითისთვის 1% იანი ზრდა ტურიზმის მომსახურების სფეროში, სადაც მხოლოდ სარესტორნე კვების ბიზნესის წილი, (ზევით მოყვანილ ცხრილში ნათლად არის წარმოდგენილი ციფრები) უდრის მშპ - ს ზრდას მოცემული დარგის ჩარჩოებში, რაც დაახლოებით 5 მლნ ლარამდე ზრდას გულისხმობს. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ მოცემულ კონცეფციაში განსაზღვრული მიდგომების ჯეროვანი, გეგმაზომიერი და კონსტრუქციული შესრულება უკვე 6 თვის თავზე, ხოლო უფრო ნათლად მომდევნო წლის მშპ ს სარესტორნო კვებითი ბიზნესის წილის მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 10 % იან ზრდას უზრუნველყობს, რაც 15 იდან 50 მილიონამდე ლარია წელიწადში.

გახორციელების გეგმა

მოცემული პროცესი პირველ ეტაპზე მოითხოვს, ფინანსთა სამინისტროს ექსპერტების შეხედულებების და პროფესიული მოსაზრებების კონსოლიდაციას, ასევე მოცემული პროექტის დადებითი და უარყოფითი პოზიციების შეჯერებას.
მეორე ეტაპზე აღნიშნული პროექტის მიზანშეწონილობა და შესაძლებლობების ანალიზი უნდა განხორციელდეს, განათლების სამინისტროს და მის დაქვემდებარებაში და კონტროლის ქვეშ მყოფ საგანმანათლებლო მიმართულების ექსპერტებთან და კონსულტანტებთან.
მესამე ეტაპზე უნდა განხორციელდეს, ეკონომიკის სამინისტროს და მის დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასთან კონსულტაცია და საბოლოო პროექტის შეჯერება.
მათემატიკის საშუალებით შესაძლოა დავთვალოთ შემდეგი, რომ 15000 მიმტანის გადამზადება, სახელმწიფოს (ან თავად ბიზნესს - რაც მსჯელობის საგანია) ერთი წლის მანძილზე დაუჯდება დაახლოებით 2.7 მლნ ლარი ხოლო 5 წლის ჭრილში დამატებით წელიწადში 270 000 ლარი. ამასთან მოცემული კაპიტალდაბანდება გადანაწილდება იმ 25 პროფესიული განათლების პროვაიდერ სასწავლებლებს შორის, რომლებიც აღნიშნულ თანხას ასევე განათლების სისტემას მოახმარენ.
ამგვარი დოტაცია სახელმწიფოს მხრიდან გამართლებულია, ვინაიდან შედეგები, რომელსაც მივიღებთ მოცემული ინვესტიციებიდან, ციფრებში შემდეგნაირად გამოიყურება (მაგალითისთვის წარმოდგენილია 3 % იანი და 10% იანი ზრდის ტემპის შედარება).
პირველ შემთხვევაში 5 წლის მანძილზე 20% იანი, ხოლო მეორე შემთხვევაში 60% ზრდა იქნება შესაძლებელი.
მშპ ში ტურისტული და სარესტორნე კვებიდან მიღებულ შემოსავალში საკმაოდ დიდი აცდენები და არასტაბილურობა შეინიშნება, განსაკუთრებით რესტორნების შემოსავლის ზრდაში, რაც თითქოს არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება, გარდა 2009 წლის ომის შედეგებისა და 2013 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გავლენისა მთლიანად ზრდის ტემპზე, სადაც შემოსავლები საგრძნობლად არის შემცირებული.
გარდა მთლიანი ეროვნული პროდუქტის ზრდისა, აღნიშნული გეგმის განხორციელება მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს მოცემულ სფეროში დასაქმებულთა განათლების და ცნობიერების ამაღლებაზე, კონკრეტულად პროფესიონალური თვალსაზრისით, და ზოგადად, საკუთარი შესაძლებლობების გამოყენების და პროდუქტიულობის ამაღლების თვალსაზრისითაც. ხოლო საერთო ჯამში, მოცემული გეგმა, დადებით ზეგავლენას მოახდენს მომსახურების სფეროს სერვისის გაუმჯობესების, სტანდარტიზაციის და ასევე, როგორც საგადასახადო ასევე, შრომითი ადმინისტრირების თვალსაზრისითაც.

Комментарии